თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტს 29 ივლისიდან ფშავლის მიმართულება ემატება
თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტს 29 ივლისიდან ფშავლის მიმართულება ემატება.
“#11 ავტობუსი, ყოველ დღე, 08:00-ზე, 13:00-სა და 18:00-ზე, თელავიდან ფშავლის მიმართულებით შემდეგ მარშრუტს გაივლის: თელავი – ნაფარეული – სანიორე – ჯუღაანი – ლალისყური – ფშაველი – ლეჩური.
ავტობუსი ფშავლიდან თელავის მიმართულებით 09:00-ზე, 14:00-სა და 19:00-ზე გადაადგილდება. მგზავრობის ღირებულება 1 ლარს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ თელავის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სამსახურს. გისურვებთ უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას!”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
თელავს მუნიციპალური ტრანსპორტი 2021 წლის თებერვლიდან ემსახურება. მოსახლეობის თელავს და ქალაქთან ახლოს მდებარე რამდენიმე სოფელში ტრანსპორტირებას ჯამში, 10 მუნიციპალური ავტობუსი უზრუნველყოფს.