ქორწინების მაჩვენებელი საქართველოში-სტატისტიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მდგომარეობით, ჯამში 22 275 ქორწინება იყო რეგისტრირებული, ეს კი 14,5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.
საქსტატის მიხედვით, 2022 წელს 26 048 ქორწინება იყო რეგისტრირებული.
მონაცემებს თუ შევადარებთ, 2000 წლიდან, ანუ ბოლო 24 წელში, დაქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა, რა დროსაც ოფიციალურად 34 693 ქორწინება გაფორმდა. რაც შეეხება ყველაზე ყველაზე მცირე მაჩვენებელს, 2000 წელს 12 870 ერთეული შეადგინა.
2023 წელს დაქორწინებულთა საშუალო ასაკი ქალებში 31,9 წელია, ხოლო მამაკაცებში 34,4 წელი. რაც მზარდი მაჩვენებელია. 2000 წელს ქორწინების საშუალო ასაკი ქალებში 24,9 წელს, ხოლო კაცებში 28,8 წელს შეადგენდა.
ქორწინების მაჩვენებელი, წლების მიხედვით:
2023 წელი – 22 275 ქორწინება
2022 წელი – 26 048
2021 წელი – 23 115
2020 წელი -16 359
2019 წელი – 23 285
2018 წელი – 23 202
2017 წელი -23 684
2016 წელი – 25 101
2015 წელი – 29 157