თელავის მუნიციპალიტეტში თანასოფლელმა ორი ადამიანი მოკლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში, თანასოფლელმა ორი ადამიანი მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთად შეკრებილ თანასოფლელებს შორის კონფლიქტი რამდენიმე გასროლით დასრულდა.
ერთ- ერთმა ადგილობრივმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი მოკლა, მეორე კი მძიმედ დაჭრა.
დაჭრილი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მიყვანისას გარდაიცვალა. პირი, რომელმაც გასროლები განახორციელა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას პოლიცია ეძებს.
სოფელ ლალისყურში ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.