სიღნაღში ზაფხულის ღამის ფესტივალი გაიმართება
20 ივლისს, ქალაქ სიღნაღში, ტრადიციად ქცეული, ზაფხულის ღამის ფესტივალი მეოთხედ გაიმართება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტუმრად მოსულ მაყურებელს სიღნაღში საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსები: ზაზა მარჯანიშვილი, ლევან ჯაფარიძე, დავით ქარჩავა, გიორგი კობახიძე, დავით ლომიძე, ჯგუფი ნალი და ბენდი ფლეშბექი დახვდებიან. კონცერტზე დასწრების მსურველთათვის ამ დღით უფასოდ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი.