გიორგი ქოჩორაშვილი გურჯაანში გულშემატკივრებს ხვდება
წარმოშობით გურჯაანელი, ფეხბურთის ეროვნული გუნდის წევრი გიორგი ქოჩორაშვილი გურჯაანში, ახტალის პარკში, გულშემატკივრებს ხვდება.
ფეხბურთელთან შესახვედრად პარკში უამრავი ადამიანია შეკრებილი. არსებული ინფორმაციით, მასთან შეხვედრის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, გიორგი ქოჩორაშვილმა შეხვედრა გულშემატკივრებთან თავად დაგეგმა.
გიორგი ქოჩორაშვილი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში თამაშობს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. ის ასევე „ლევანტეს“ ფეხბურთელია. მისი დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში შედგა 2020 წლის 12 ივლისს. „ლევანტე“ ესპანური საფეხბურთო კლუბია ქალაქ ვალენსიიდან. დაარსდა 1909 წლის 9 სექტემბერს. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ სიუდად დე ვალენსიაზე, რომელიც 25 453 მაყურებელს იტევს.
2016–2017 წლებში, ის თამაშობდა საქართველო U19 წლამდელთა ნაკრებში, 2019 წლიდან კი საქართველო U21 წლამდელთა ნაკრებში. ამ დროისთვის მისი ღირებულება 1 მილიონი ევროა.
knews.ge შეხვედრის ფოტოებს და დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.