ახალი ამბები

ალავერდის ტაძრის გუმბათის ყელზე ხარაჩოს აგება დასრულებულია

ალავერდის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველაზე მაღალი ეკლესიაა საქართველოში.

წმ.გიორგის ტაძრის გუმბათის ყელზე ხარაჩოს აგება დასრულებულია.

,,ხარაჩოს აგება დასრულდა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის კარიბჭე-სამრეკლოს, დასავლეთი მინაშენისა (სტოა) და საეპისკოპოსო სახლის ფასადებზეც. დასავლეთ მინაშენზე (სტოა) გრძელდება აზომვითი, კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოები, რაც საშუალებას მისცემს არქიტექტორ-რესტავრატორებს, შეაფასონ კრამიტის სახურავის მდგომარეობა”.

უახლოეს დღეებში დასრულდება კარიბჭე-სამრეკლოს რესტავრაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა.