ახალი ამბები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესების მხოლოდ 25% ფუნქციონირებს

მიმდინარე წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 1 011 807 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული, რომელთაგან მხოლოდ 25% ფუნქციონირებს. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, აქტიური ბიზნესის რაოდენობამ 257 246 შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, პროცენტულად, ყველაზე მეტი რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტი არ ფუნქციონირებს შემდეგ მიმართულებებში:

ექსტრატერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობები – 89% (რეგისტრირებული 97, აქტიურია 11)
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური დაცვა – 72% (რეგისტრირებული 1649, აქტიური – 462 )
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 70% (რეგისტრირებული 997, აქტიური – 300)
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 70% (რეგისტრირებული 5725, აქტიური – 1698)
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 69% (რეგისტრირებული 11743, აქტიური – 3682)
რაც შეეხება დანარჩენ სექტორებს, სადაც პროცენტულად, ყველაზე მეტი აქტიური ბიზნეს სუბიექტია, ასე გამოიყურება:

ინფორმაცია და კომუნიკაცია 71% ( რეგისტრირებული – 38091, აქტიური – 27004)
განათლება 58% (რეგისტრირებული 11949, აქტიური – 6968)
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 57% (რეგისტრირებული 14329, აქტიური – 8118)
ტრანსპორტი და დასაწყობება 57% (რეგისტრირებული – 47511, აქტიური – 26917)
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 49% (რეგისტრირებული – 7509, აქტიური – 3663)
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 49% (რეგისტრირებული26458, აქტიური 12848)
მშენებლობა 49% ( რეგისტრირებული 44035, აქტიური – 21533)
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 48% (რეგისტრირებული 16666, აქტიური – 8007)
ხელოვნება, გართობა და დასვენება 46% (რეგისტრირებული – 7596, აქტიური 3501)
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 41% ( რესგისტრირებული 548, აქტიური – 224)
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 39% (რეგისტრირებული 218290, აქტიური – 85575)
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები 39% (რეგისტრირებული – 30002, აქტიური – 11730)
დამამუშავებელი მრეწველობა 37% (რეგისტრირებული – 52027, აქტიური – 19157)
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება აქტიურია 32% (რეგისტრირებული – 2309, აქტიური 739)