ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა ქარმა საქართველო- აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი მაწიმი დააზარალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქარმა რომელიც დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა, მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.
სახურავი აქვს გადახდილი რამდენიმე საცხოვრებელი სახლს, დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ერთწლიანი ნარგავები. ამ დროისათვის, სოფლის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ინტერნეტი.
სოფელში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ზარალის დათვლა ხვალ, დილიდან დაიწყება.