დედოფლისწყაროში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
,,დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები ფაქტობრივად, დასკვნით ფაზაშია. 16 ჰა. ფართობზე შენდება ახალი რეკრეაციული ზონა, ეწყობა საფეხმავლო და ველო ბილიკები, სპორტული და საბავშვო, გასართობი ინფრასტრუქტურა. პარკში გაკეთდება ტბა. განახლებული სარეკრეაციო ზონა განკუთვნილია ყველა ასაკის ადამიანზე”.
პროექტი “განახლებული რეგიონების” , ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 14 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.