2023 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე დაიხარჯა 1,836,033 ლარი – TI
2023 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე დაიხარჯა 1,836,033 ლარი, – ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.
ორგანიზაცია მიმდინარე წელს საპარლამენტო საქმიანობას აფასებს. TI-ის შეფასებით, 2023 წელს პარლამენტი ყველაზე მეტად დახურული გახდა.
რაც შეეხება დეპუტატების სხვა აქტიურობებს: 2023 წელს ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია უმრავლესობიდან ირმა ზავრადაშვილი (105 კანონის პროექტი), ხოლო ოპოზიციიდან ალექსანდრე რაქვიაშვილი (74 კანონის პროექტი);
პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან ცეზარ ჩოჩელმა (23 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ ( 13 გაცდენა);
კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით ოპოზიციიდან ყველაზე მეტჯერ გააცდინა გიორგი გოდაბრელიძემ (16 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან მარიამ ლაშხმა (10 გაცდენა).