ყურძნის სუბსიდირება წინასაარჩევნო ტრიუკია – ეკონომისტი
ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ ყურძნის სუბსიდირება წინასაარჩევნო ტრიუკია, რომელსაც მთავრობა ხალხის გულის მოსაგებად აკეთებს.
როგორც ის BMG-სთან აღნიშნავს, სუბსიდირება დარგს ვერ ავითარებს.
“ისე ხდება, რომ ან არჩევნებია, ან რაღაც პრობლემებია და ხელისუფლებას უღირს [სუბსიდირება]. თან თავის ფულს ხომ არ ხარჯავენ, ჩვენსას ხარჯავენ. 50 მილიონის გადახდა უღირს იმისთვის, რომ ვიღაცები მოიმადლიეროს. ეს არის სუფთა წინასაარჩევნო ტრიუკი. რა თქმა უნდა, სუბსიდირება არ არის გამოსავალი. სექტორს ვერც გადაარჩენს და ვერც განავითარებს. ყოველწლიურად უხარისხო ყურძენში ფულს მე და თქვენ ვიხდით, რაც პრობლემაა. ეს არ არის სწორი”, – აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.
2024 წლის რთველის პერიოდში, კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს „მოსავლის მართვის კომპანია“ შეისყიდის, ბიუჯეტი 50 მლნ ლარია. შესყიდვების სააგენტომ გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოაცხადა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ელიან, რომ წელს ყურძნის ხარისხი და რაოდენობა უკეთესი იქნება. როგორც მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე აღნიშნავს, მიუხედავად პოზიტიური მოლოდინებისა, სახელმწიფო ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს.