დღეს “პალიტრა L-ის” ლიტერატურული ტურნე თელავიდან დაიწყება
დღეს, “პალიტრა L-ის” ლიტერატურულ ტურნე თელავიდან დაიწყება.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება წიგნების გამოფენაჶგაყიდვა, სადაც მოსული სტუმრები განსაკუთრებული ფასდაკლებებით ისარგებლებენ.
,,ფასდაკლებებთან ერთად, დაგხვდებათ საჩუქრები და ყველასათვის საყვარელი, ტრადიციული შეთავაზებებიც, როგორებიცაა “1+1”; “3 წიგნი 10 ლარად” და “გადაიხადე, რამდენიც გინდა”
ასევე, ადგილზე დაგხვდებათ “მაკულიტერატურის” პუნქტი, სადაც მაკულატურის ჩაბარება და ახალ წიგნებში გადაცვლა შეგეძლებათ! 2 კგ = 1 ლარს (ჩასაბარებელი მაკულატურის მინიმალური წონა – 4კგ)”.
ტურნეს ფარგლებში, მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ, 9 ივლისს, შეხვდნენ ლიტერატურული კონკურსის “გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებულ ავტორებს ჶ თინათინ ბერიძესა და ნანი მანველიშვილს. დაუსვან მათ შეკითხვები და მიიღონ ავტოგრაფები. შეხვედრა გაიმართება “ბიბლუსის” წიგნის კაფეში, 19:00ჶზე.
ტურნე 8-9 ივლისს, 12:00 – 19:00 საათზე, თელავის ვაჟაჶფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში გაიმართება.