ალავერდის საკათედრო ტაძარში ხარაჩოს მოწყობის პროცესი დაიწყო
ალავერდის საკათედრო ტაძარში ხარაჩოს მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, მოწყობიალია ხარაჩო სამხრეთ ფასადის კალთის დონემდე. სამუშაოები გაგრძელდება და მოეწყობა ხარაჩო დასავლეთ მკლავის გადახურვის დონემდე.
ადგილზე მუაშობენ არქიტექტორ-რესტავრატორები და კონსტრუქტორი. სპეციალისტების მონაწილეობით მონასტრის შიდა პერიმეტრზე ხარაჩოს მონტაჟისთვის აუცილებელი მასალის მიტანა – განთავსების პროცესი უკვე დასრულებულია.
,,უმოკლეს ვადაში მოეწყობა ტაძრის ფასადზე ხარაჩო, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად ჩასატარებლად ადგილზე გაიგზავნა 1500 კვ/მ-ის ხარაჩო”.