თელავში ახალგაზრდული კონფერენცია, ,,ევროპარლამენტის მოდელირება 2024” ჩატარდა
თელავში ახალგაზრდული კონფერენცია „ევროპარლამენტის მოდელირება 2024“ ჩატარდა.
ევროპარლამენტის მოდელირება სიმულაციური ხასიათის პროექტია რომელიც აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ. პროექტის მსვლელობისას დელეგატები გადანაწილდებიან შესაბამის კომიტეტებში, განიხილავენ აქტუალურ თემებს და იკვლევენ გლობალური გამოწვევების გადაჭრის გზებს.
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებული დელეგატი გამოვლინდა, რომელიც გაემგზავრება სასწავლო საგანმანათლებლო ვიზიტით, მსოლიოს წამყვან ორგანიზაციებში, ევროპის აკადემიური ცენტრის დაფინანსებითა და ორგანიზებით, ხოლო საუკეთესო დელეგატები მიიღებენ სხვადასხვა სახის პრიზებს.