რა ეღირება ავტოსადგურების სერტიფიცირება
“საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წლიდან საქართველოს მასშტაბით მდებარე ავტოსადგურებსა და მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. რეგულაცია, სხვა საკითხებთან ერთად, ავტოსადგურების სერტიფიცირებასაც ითვალისწინებს.
ავტოსადგურს სერტიფიკატის მიღების და კონკრეტული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება მომავალი წლის 1-ელი ივნისიდან ექნებათ.
უკვე ცნობილია სერტიფიცირების ტარიფებიც. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ავტოსადგურების სერტიფიცირების საფასური, კლასების მიხედვით, 1 000-დან 10 000 ლარამდეა. უფრო დეტალურად:
პირველი კლასის ავტოსადგურის – 10 000 ლარი;
მე-2 კლასის ავტოსადგურის – 5 000 ლარი;
მე-3 კლასის ავტოსადგურის – 1 000 ლარი.
აღსანიშნავია, რომ სერტიფიკატს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, 5 წლის ვადით გასცემს