სოფელ ზემო მაღაროში 8 დღეა დაკარგულ ქალს ეძებენ
კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაღაროში მერვე დღეა დაკარგულ ქალს ეძებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
“ზემო მაღაროში მცხოვრები თამარ ჯებირაშვილი დაიკარგა, სახლიდან გავიდა ფეხშიშველი და აღარ დაბრუნებულა, ბოლოს დაინახეს ზემო ბოდბიდან მომავალი ზემო მაღაროს მიმართულებით, თითქმის ზემო მაღაროში იყო შემოსული, მას მერე აღარავის დაუნახავს, ირგვლივ რაც ტყეებია დავიარეთ მთელმა სოფელმა და არსად არ არის, ქალბატონი არ არის საღ გონებაზე, მოკლედ ტყეებში არსად არ არის, უკვე ვვარაუდობთ რომ მანქანამ გააყოლა სადმე, დიდი იმედი გვაქვს რომ ცოცხალია, გთხოვთ თუ ვინმემ მანქანით გააყოლეთ დაწერეთ, გთხოვთ ყველამ გაუზიაროთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს,” – წერენ ახლობლები.
ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დარეკეთ: 598 890 512 ან 551 269 226.
ნახეთ განცხადება და ფოტო.
https://www.facebook.com/share/p/ydPoQAZ6V5FAExpK/?mibextid=xfxF2i