ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით, ნახევარ საათს გრძელდებოდა.
მოსახლეობა ამბობს, რომ სეტყვითა ძლიერი ქარით მიყენებული ზიანის თაობაზე დაზუსტებული ინფორმაცია, ხვალ, დილით ექნება.
ამ დროისათვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, შეფერხებულია ინტერნეტ- კავშირი.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სეტყვა კახეთის რეგიონი რამდენჯერმე დააზარალა.