თელავში გზების ნაწილი კვლავ გადათხრილია
ერთ წელზე მეტია თელავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კეთდება ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები, ტროტუარები, გზის საფარი ნაწილი და სხვა ინფრასტრუქტურა. თელავში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ გზებზე მიმდინარე სამუშაოები დროში გაწელილია. ადგილობრივები თვითმმართველობას საკითხის დროულად მოგვარებას სთხოვენ. მძღოლების თქმით, გადათხრილი გზების გამო, მანქანები ზიანდება. ამის გამო მანქანების სხვა ქუჩაზე გაჩერება უწევთ. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის განმარტებით, გზებზე განხორციელებულ ყველა პროექტს თან ახლავს შიდა კომუნიკაციების რეაბილიტაციაც, რომელიც დროს მოითხოვს.