საქართველოდან ფულადი გზავნილები შემცირდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს მაისში ქვეყნიდან 30.141 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 3.5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის მაისში საქართველოდან ფულადმა გზავნილებმა 31.246 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა, ლიდერობს თურქეთი 21%-ით, რომელსაც მოსდევს აზერბაიჯანი 14%-ით და რუსეთი 12%-ით.
უფრო კონკრეტულად, ფულად გადარიცხვებში, ქვეყნების ათეული ასეთია:
თურქეთი – 6.200
აზერბაიჯანი – 4.171
რუსეთის ფედერაცია – 3.613
უკრაინა – 2.309
საბერძნეთი – 1.470
უზბეკეთი – 1.203
აშშ – 1.145
სომხეთი – 1.117
ყაზახეთი – 1.009
იტალია – 1.000