თელაველი ლადო ჭინჭარაული, ტყვიით სროლაში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია
თელავში მცხოვრები სპორტსმენი, ლადო ჭინჭარაული პარა სროლაში გრანადა 2024 -ის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
პარამსროლელმა ესპანურ გრანადაში, პარამსროლელთა ევროპის ჩემპიონატში 10-მეტრზე პნევმატური თოფიდან სროლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
მან საკვალიფიკაციო ეტაპი საუკეთესო შედეგით დაასრულა – 631.7 ქულა და 0.3-ით გაუსწრო უკრაინელ ვიტალი პლაკუშის. 631.0-ით დაასრულეს გამოსვლა ფრანგმა კევინ ლიოტიმ და ბრიტანელმა ტიმ ჯეფერიმ.
ფინალში ჭინჭარაულმა გამოსვლა 251.5 ქულით დაასრულა და მეორეზე ადგილზე გავიდა.