თელავში მე-20 კადრირებული ბრიგადის საკონტროლო- გამშვებ პუნქტთან სამხედრო ექიმებმა მორიგეობა დაიწყეს
თელავში მდებარე ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის საკონტროლო- გამშვებ პუნქტთან სპეციალური კარავი მოეწყო, სადაც სამხედრო ექიმები მორიგეობენ.
არსებული ინფორმაციით, მედიკოსები სამხედროებს დღეში სამჯერ თერმოსკრინინგს უტარებენ. გარდა ამისა, ყაზარმებსა და სახმედრო მანქანებს სადენზიფექციო ხსნარებით სისტემატურად ამუშავებენ.
ბოლო ინფორმაციით, სახმედროებს არც მაღალი ტემპერატურა და არც კორონავირუსისთვის დამხასიათებელი საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებათ.