ახალი ამბები

თელავის მერი 1 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

თელავის მუნიციპალიტეტის მერი 1 წლის მუშაობის ანგარიშს წარადგენს. შეხვედრა 7 მარტს 12:00 საათზე, “აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის” (EECMD) თელავის ოფისის ორგანიზებით გაიმართება. 
შოთა ნარეკლიშვილი დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, უფლებამოსილების ცნობის პირველი დღიდან ერთი წლის განმავლობაში ქალაქში შესრულებული პროექტების და მერიის მუშაობის შედეგებს გააცნობს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება 2019 წლის გეგმებსაც, თუ რა პროექტების და ინიციატივების განხორციელება იგეგმება ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ სხვა პროგრამების მიმართულებით მომდევნო წლების განმავლობაში.