ახალი ამბები

გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი იწყება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო სხდომა გურჯაანში 12:00 საათზე დაიწყება.
წინა სხდომაზე კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა ძალაში დატოვა. ბრალდების მხარე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. კირკიტაძის ადვოკატმა კი, სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შესთავაზა.
დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.