ყვარელში რეგიონული განვითარების ფონდიდან 826 424 ლარია გამოყოფილი
ყვარლის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ამ ეტაპზე 826 424 ლარია გამოყოფილი.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, მარიამ შეყილაძის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა წარდგენილი პროექტების მიხედვით კიდევ უფრო გაიზრდება.
,,ამ ეტაპზე რეგიონული განვითარების ფონდიდან ყვალის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 826 424 ლარი. დამატებით თანხა ეტაპობრივად, წარდგენილი პროექტების შესაბამისად გამოიყოფა. პროექტების დამტკიცების პროცესი ჯერ არ დასრულებულა’’,- განუცხადა “კახეთის ხმას” მარიამ შეყილაძემ.