ახალი ამბები

პანკისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია 14 საათზე დაიწყება.

პანკისის ხეობის მოსახლეობა საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე მიმართვის გაგზავნას გეგმავს.

მიმართვაში მოსახლეობა ხეობაში ჰესების მშენებლობის უარყოფით გავლენაზე ამახვილებენ ყურადღებას და მამუკა ბახტაძეს საკითხის პირად კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდებენ. ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებას არ ეთანხმება კომპანია “ფერის” წარმომადგენელი. მათე ქავთარაშვილის მტკიცებით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნეგატიურ ზეგავლენაზე მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია აქვს.
ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პანკისში აქცია რამდენჯერმე გაიმართა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი