ახალი ამბები

ახმეტაში 30 წლამდე მამაკაცი მოკლეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკაცმა 1990 წელს დაბადებული თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.  ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.პ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.