გურჯაანის მერმა ორ სოფელში წარმომადგენლები თანამდებობიდან გაათავისუფლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ორ ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფელ კარდენახსა და ვეჯინში წარმომადგენლები თანამდებობიდან გაათავისუფლა. გიორგი მარტაშვილმა და ნიკოლოზ იმედაშვილმა პოსტები გუშინ დატოვეს. მათი განმარტებით, მერს თანამდებობედინ გათავისუფლების მოთხოვნით თავად მიმართეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, მართალია, საკადრო ცვლილებებს გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე არცერთი თანამამშრომელი არ გაუთავისუფლებია, მათ შორის არც მერის წარმომადგენლები.
მოამზადა: ნიკოლოზ ესიტაშვილმა