ყვარელში XVI-XVIII საუკუნეებში აგებული ციხე-კოშკის ნაწილი ჩამოინგრა
ყვარლის ცენტრში მდებარე XVI-XVIII საუკუნეებში აგებული ციხე-კოშკის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, ისტორიული ძეგლის გადარჩენისთვის საჭიროა მისი რეაბილიტაცია. მათივე თქმით, კოშკის ნაწილი მიმდინარე წლის მარტშიც ჩამოინგრა.
მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტეს, რომ ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 კვირაში დაიწყებოდა, თუმცა ამ დრომდე ისტორიულ კოშკს რეკონსტრუქცია არ ჩატარებია. მანამდე ძეგლის აღდგენაზე ტენდერი მეორედ გამოცხადდა.
მოსახლეობამ კი პრობლემის მოგვარებისთვის ყვარლის მუნიციპალიტეტს წერილობით არაერთხელ მიმართა.
უცნობია, როდის დაიწყება ძეგლის აღდგენითი სამუშაოები.
ფოტო: კახა კუპატაძე