არჩევნებიახალი ამბები

გურჯაანში მომხდარი ინციდენტის გამო ენმ-ს კოორდინატორი გამოკითხვაზე დაიბარეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი ინციდენტის გამო ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი თელავის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ელმირა ბეციაშვილი ქრთამის მიცემის შესაძლო ფაქტზე პროკურატურის შეკითხვებს პასუხობს.
ვეჯინში მცხოვრები გულნაზ ცანკაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი და რძალი ხათუნა ყარაულაშვილი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მისივე თქმით, ელმირა ბეციაშვილმა გაერთიანებული ოპოზიიციის პრეზიდენტობის კანდიდატის ხმის მიცემის სანაცვლოდ მისი რძალი მოისყიდა და 80 ლარი გადაუხადა. გულნაზ ცანკაშვილის მტკიცებით, რძალი მის მოსყიდვასაც შეეცადა, თუმცა მან შეთავაზებული თანხის აღებაზე უარი განაცცხადა და სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი.
“ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი გულნაზ ცანკაშვილის ბრალდებებს უარყოფს და მომხდარს ხელისუფლების მიერ ნოწყობილ პროვოკაციად აფასებს, რადგან მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი სოფელ ვეჯინში არჩევნებში დამარცხდა.