ახალი ამბები

ახმეტაში 83 წლის მამაკაცს ეძებენ

ახმეტაში მცხოვრებ 83 წლის ნიკო გუშკაშვილს ეძებენ.

როგორც knrews.ge-ს გუშკაშვილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, დაკარგული 12 ნოემბრის შემდეგ არავის აღარ უნახავს და დღემდე უშედეგოდ ეძებენ. დაკარგულის რძალის, ნინი ლოლიშვილის ინფორმაციით, ნიკო გუშკაშვილი ბოლოს საქონლის მოსავლელად მინდორში გავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი გაქრა.
“პირველად დაიკარგა. 12 ნოემბერს დილით გავიდა. საღამოსაც რომ არ გამოჩნდა, გაგვიკვირდა. ყოველთვის ადრე მოდიოდა სახლში. ყველგან დავიწყეთ მისი ძებნა, მაგრამ ვერსად ვერ მივაგენით. თუ ვინმე იპოვის ან სადმე შენიშნავს ჩემს მამამთილს, ვთხოვთ, დაგვიკავშირდეს ტელეფონის ნომერზე 568 88 18 33”, – განაცხადა ნინო ლოლიშვილმა.
დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავები უკვე ჩაერთნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ნიკოლოზ ესიტაშვილი