ახალი ამბები

რეგიონული ფონდიდან კახეთში 115 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

როგორც knews.ge-ს გუბერნატორის მოადგილემ, გივი მეტრეველმა განუცხადა, პროექტების განხორციელებისთვის, ჯამში, 30 მილიონი ლარია გამოყოფილი. 
“2018 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან კახეთში იგეგმება 115 პროექტის განხორციელება. ამ ეტაპზე დაფინანსებულია 74 პროექტი, თუმცა უახლოეს ერთ თვეში დანარჩენი პროექტებიც დაფინანსდება. პროექტების ფარგლებში გათვალისწინებულია გზების, წყალმომარაგების სისტემების, საბავშვო ბაღების, გარე განათების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ა.შ.”, – განუცხადა knews.ge-ს გივი მეტრეველმა.