ახალი ამბები

გურჯაანში ბავშვებს ნევროლოგები, 1 წლის განმავლობაში, უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ

პროექტები 1 წლის განმავლობაში განხორციელდება. როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერიაში განუცხადეს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტიდან მოწვეული ფსიქოლოგები და ექიმი-ნევროლოგები, უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ. 
პროექტებს არასამთავრობო ორგანიზაცია„ქალები რეგიონიდან საზოგადოების განვითარებისთვის“ და „საქართველოს ქრონიკულ ნევროლოგიურ დაავადებათა სამედიცინო აუდიტი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის, ააიპ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერით ახორციელებს.
“უფასო კონსულტაციები, მაისში, ყოველ შაბათს, 10-დან 18 საათამდე, ქალაქ გურჯაანში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ჩატარდება”, – განაცხადეს გურჯაანის მერიაში.
პროექტები დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF) მიერ.