ახალი ამბები

თელავში მეწარმე ქალებისთვის ტრენინგების ციკლი დასრულდა

პროექტის მიზანს აგრო ბიზნესში ჩართულ ქალთა სამეწარმეო უნარების გაძლიერება წარმოადგენს. რეგიონის მასშტაბით მეწარმეებისთვის, 2 თვის მანძილზე, ჩატარდა ინტენსიური ტრენინგები ბიზნესის დაგეგმარების, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებისა და მარკეტინგის მიმართულებით. 
,,აპრილში მონაწილეებთან შემაჯამებელი კონფერენციის ცატარდება. დაგეგმილია მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა და მათთვის სერტიფიკატების გადაცემა. ტრენინგებზე მიღებული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის დახმარებით ფერმერი ქალები გააუმჯობესებენ ბიზნესის მართვას და მოახერხებენ ბიზნეს გეგმების შემუშავებას. დღევანდელი ღოინისძიების ძირითადი საკითხები იყო ფინანსურ აღრიცხცა და პროდუქციის ფასის შერჩევა“, განუცხადა Knews.ge–ს „მედია ცენტრი კახეთის“ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისემ, სარა დიჩმა.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქმნება ქალ ფერმერთა კლუბის ერთიანი საინფორმაციო ბაზა. ეს არის იმისი საწინდარი, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, შევქნათ ერთიანი ქსელი და გავზარდოთ ჩვენი ბიზნეს წარმოება“, – განუცხადა Knews.ge-ს კენკროვანი კულტურების მწარმოებელმა, ზოია წიწილაშვილმა.
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს და ბიზნესის წარმომადგენლებს წარუდგენენ თავიანთ ბიზნეს გეგმებს.