ახალი ამბები

თელავში უბედური შემთხვევის შედეგად 29 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

სოფელ ართანაში თელავის მუნიციპალიტეტის გამებლის წარმომადგენლის, ბესიკ გაიპარაშვილის ინფორმაციით, მამაკაცი ცდილობდა სახლში ბენზინით ბუხრის ანთებას, რომლის დროსაც აფეთქება მოხდა. 
გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, მამაკაცმა მძიმე დამწვრობა მიიღო.
,,მამაკაცი 19 აპრილს თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, მას სხეულის 100%-იანი დამწვრობა ჰქონდა, რამდენიმე დღე ცდილობდნენ მის გადარჩენას მაგრამ მაინც დაიღუპა”,- განაცხადეს გარდაცვლილის მეზობლებმა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.