ახალი ამბები

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა

ეს თარიღი უკავშირდება პირველი ქართული გაზეთის დაარსებას, რომელსაც თავდაპირველად „საქართველოს გაზეთი“ შემდეგ კი „ქართული გაზეთი“ ეწოდებოდა. გაზეთის პირველი ნომერი 1819 წლის 21 მარტს გამოიცა. ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.
საინფორმაციო სააგენტო knews.ge–ს და გაზეთ “კახეთის ხმის“ რედაქცია ულოცავს საქართველოში მოქმედ ყველა ჟურნალისტს ქართული ჟურნალისტიკის დღეს და უსურვებს მათ პროფესიულ წინსვლას.