ახალი ამბები

კახეთის სოფლებში საირიგაციო მომსახურება აღდგება

,,რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგება არხის 22 კილომეტრიანი მონაკვეთი. შედეგად, მომავალი სარწყავი სეზონისათვის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის მოსახლეობა აღდგენილი საირიგაციო მომსახურებით ისარგებლებს 580 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად”,– განაცხადეს სამინისტროში.
როგორც Knews.ge-ს სოფელ ბაკურციხეში მცხოვრებლებმა განუცხადეს, სარწყავი სისტემის არარსებობის გამო წელს ისინი ვენახების მორწყვას და მოსავლის მოყვანას ვერ შეძლებენ.
,,სოფლის მეურნეობის კულტურებს მორწყვა სჭირდება და საირიგიცაიო სისტემა კიდევ წლებია რაც ამორტიზებულია. ვერ ამოვისუნთქეთ, ამიტომაც ძალიან ბევრი ხალხი ქალაქში წავიდა და ვაჭრობა დაიწყო. ამ დარგში ძალიან ბევრი რამ მოსაწესრიგებელია, ელემენტარულიც კი. ვენახს და ხეხილის ბაღებს მორწყვა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსავალს ვერ მივიღებთ. ვთხოვთ, რომ მოგვხედონ,”- აცხადებს მოსახლეობა.