ახალი ამბები

არასამთავრობო სექტორი საგარეჯოს ოლქში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

ორგანიზაციის ინფორმაციით, საგარეჯოს #23 საარჩევნო ოლქის 38-ე, 46-ე და 47-ე უბნებზე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა.
,,საგარეჯოს #23 საარჩევნო ოლქის # 46 საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმში არ იყო შეტანილი სპეციალური სიის მონაცემები (ამომრჩეველთა რაოდენობა). აღნიშნული ინციდენტი ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნისა და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებული მოსაზრების შემდგომ აღმოიფხვრა. ასევე # 38 და # 47 საარჩევნო უბნებზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში დაფიქსირებული ამომრჩევლების მონაცემები არ იყო ასახული ამომრჩეველთა საერთო სიაში. აღნიშნული ფაქტი საუბნო საარჩევნო კომისიისადმი ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე აღმოიფხვრა”,– განაცხადეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.