ახალი ამბები

გურჯაანში ცოლის ძმის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მან ოჯახური კონფლიქტისას მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა გურჯაანში, სოფელ ზემო კაჭრეთში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, სიძემ ცოლის ძმას, 30 წლამდე ახალგაზრდას ყელი გამოჭრა. დაშავებული გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.