ახალი ამბები

დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარული ოლქი ყოფილმა გუბერნატორმა მოიგო

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სიღნაღი/დედოფლისწყაროს 25-ე ოლქში 50%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლო მმართველი პარტიის ,,ქართული ოცნების” მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახეთის რეგიონის ყოფილმა გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა. მან, პირველი ტურში მოუგო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატს ლევან ბჟანშვილს, რომელიც ასევე რეგიონის ყოფილი გუბერნატორია. ცესკოს მონაცემების მიხედვით, ირაკლი შიოლაშვილის 54% აქვს, ხოლო ლევან ბეჟაშვილს 26%.