ახალი ამბები

„სვიანა“ ნაგვისგან გაწმენდილია – „კახეთის ხმის“ ბლოგს შედეგი მოჰყვა

ბლოგი სახელწოდებით „სად წავიღოთ ნაგავი“ ინტერნეტპორტალზე knews.ge  სამი დღის წინ გამოქვეყნდა. თელავის მუნიციპალიეტეტის თემში  „სვიანას“ დასავენებელი ადგილი  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ინიციატივით მოეწყო. ამ ორგანიზაციის კოორდინატორი კახეთის რეგიონში კახაბერ სუხიტაშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე წერდა, რომ ბოლო პერიოდში „სვიანა“ ნაგვის ალყაში იყო მოქცეული. გაირკვა, რომ ნაგვის დროული გატანა არ ხდებოდა და მოსახლეობას სისუფთავის დაცვა უჭირდა.

„კახეთის ხმის“ ბლოგერმა და ეკო აქტივისტმა  გიორგი ორკოდაშვილმა ამ თემაზე ბლოგი მოამზადა და მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს საკითხის გადაჭრისკენ მოუწოდა. 

 ჩვენი ბლოგერი კიდევ ეწვია სვიანას. ამჯერად ტერიტორია ნაგვისგან გაწმენდილია, სადაც დამსვემებელს დროის სასიამოვნოდ გატარება ისევ შეუძლია. სვიანას რეკრეაციული ზონა თელავისა და ახმეტის მაცხოვრებლებლებისათვის სუფთა ჰაერზე გასეირნებისა და პიკნიკის საუკეთესო ადგილად იქცა. 

ფოტოზე: „სვიანას“ ტერიტორია ერთი კვირის წინ. გიორგი ორკოდაშვილის ფოტომასალა. 

ფოტოზე: სვიანა დღეს