ახალი ამბები

თელავის თეატრში მშვიდობის თემაზე ხატვის მასტერკლასი ჩატარდა

საფრანგეთში მოღვაწე თელაველმა მხატვარმა ლევან მოსიაშვილმა ფრანგული ორგანიზაცია ”შანსის კლუბის” საერთაშორისო სამხატვრო კონკურსის პრეზენტაცია გამართა. თელავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა დახატეს მშვიდობის თემაზე. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები მონაწილებას მიიღებენ მსოფლიო სამხატვრო კონკურსში.
თეატრის ფოიეში, ასევე, წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) პერიოდის მასალები და XX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მოღვაწეობის ამსახველი არქივი.