ახალი ამბები

ლევან მამალაძის პარტიამ თელავში შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე ისაუბრეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე. სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სკაიპით ჩაერთო, პარტიის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან რუსეთის ხელისუფლებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის აღდგენისკენ მოუწოდა. 
მამალაძემ, ასევე, ,,სახალხო ხელისუფლების“ სამომავლო გეგმებსა და მიზნებზეც გაამახვილა ყურადღება.