ახალი ამბები

თელავში 2 წლის ბავშვის გადასარჩენად ოჯახი დახმარებას ითხოვს

ოჯახს არ გააჩნია ფინანსური რესურსი პატარას სამკურნალოდ, მათ საზოგადოების დახმარების იმედი აქვთ. საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები. მათ ერთობლივად მოაწყეს ქუჩებში მსვლელობა თანხის შეგროვების მიზნით, რომელიც პატარას ოჯახს უკვე გადაეცა. 
,,გიორგის მდგომარეობა მძიმეა. ახლა ექიმების დახმარებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები შვედეთის კლინიკასთან. მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. უკვე ამოვწურეთ ყველა რესურსი, რაც ოჯახს გააჩნდა. ახლა კი ხელისუფლების, საზოგადოების და ხალხის დახმარების იმედი გვაქვს, მადლობას გიხდით ყველას ვინც საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა,”– აცხადებენ პაციენტის მშობლები.
პატარას ესჭიროება ძვირადღირებული ოპერაცია და შემდგომი რეაბილიტაციის კურსები, რომლებიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ნებისმიერ მსურველს თანხა შეუძლია გადარიცხოს შემდეგ საბანკო ანგარიშზე: GE81BG0000000554304300