ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტში რესპუბლიკური კონფერენცია გაიმართა

 კონფერენციაში მონაწილეობდნენ თელავის მუნიციპალიტეტისა და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები. 
“მოსწავლეების ნაშრომების თემები მრავალფეროვანი იყო და ძველ და თანამედროვე ქართულ მწერლობას შეეხებოდა.მოსწავლეებს ვესაუბრეთ უნივერსიტეტის და სკოლის დაახლოვების და ახალგაზრდებში კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე”, – განუცხადა Knews.ge-ს თელავს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნუნუ გელდიაშვილმა. 
რესპუბლიკური კონფერენცია, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამედ გაიმართა.