ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე დედოფლისწყროს ინციდენტის გამოძიებას ითხოვს

პირველი კანონმდებელი დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა კედელაშვილის ბიუროს დაცხრილვის ფაქტზე გამოძიებას ითხოვს. უსუფაშვილის განცხადებით, სამართალდამცავებმა ეს ფაქტი დროულად უნდა შეისწავლონ. 
“სამართალდამცავებს მივმართავ, რომ გამოძიება მოხდეს. სხვანაირადაც მივიღებთ ზომებს, რომ პარლამენტს ინფორმაცია ჰქონდეს. თოფის სროლა პარტიული ოფისიის წინააღმდეგ იქნება თუ სხვა პირის მიმართ, მძიმეა და ამას რეაგირება სჭირდება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დედოფლისწყაროში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი გუშინ, გიან ღამით, დაცხრილეს. ჩალეწილია შუშები. შენობაში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროც არის განთავსებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიცია ერთი საათის დაგვიანებით მივიდა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მთავარი ოპოზიციური ძალა მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. 
“აგონიაში მყოფი ცანცარა პრემიერი საკუთარ რაიონშიც კი ტყვიებით ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს. ხელისუფლების მავნებლობით და უუნარობით გამოწვეულ ხალხის პროტესტს ვერანაირი ტყვია და მუქარა ვერ შეაჩერებს. ეს ისტერია ძალიან მალე დასრულდება და დასრულდება თაღლითი ივანიშვილის კრიმინალი ხელისუფლების დამარცხებით”, – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნაციონალური მოძრაობის წევრი შაქრო ტერტერაშვილი.