ახალი ამბები

ცესკოს წარმომადგენლებმა სოფელ ქეშალოში ახალგაზრდა ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების განმარტებით, შეხვედრის მიზანს ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. 
,,საარჩევნო პროცესში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისხელშეწყობის უზრუნველსაყოფად ცესკო და სწავლების ცენტრი სხვადასხვა საინფორმაციო და სასწავლო ხასიათის პროგრამებს მუდმივად ახორციელებენ, რაც ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. საგარეჯოშიც გავმართეთ შეხვედრა, რომელიც მიზნად ხმის მიცემის პროცედურების უკეთ გაცნობას შეეხებოდა. შეხვედრის მონაწილეებისთვის სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო ფილმის „კენჭისყრის დღის პროცედურების“ ჩვენებაც მოეწყო, რომელიც მათთვის გასაგებ ენაზე, სუბტიტრებით იყო მომზადებული. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილე ახალგაზრდებმა პრაქტიკული აქტივობებიც განახორციელეს,”– აცხადებენ ცესკოში.