ახალი ამბები

ვალერი შოშიაშვილი-,,ნაციონალური მოძრაობა” გურჯაანში საჯარო უწყებების პიკეტირებას გეგმავს

როგორც შოშიაშვილი აცხადებს, დაგეგმილია საკრებულოს, გამგეობისა და ქუჩების პიკეტირება. 
მისი თქმით, დღეს რომ “ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციებს ცდილობს, ხელისუფლების უნიათობის ბრალია:
“ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ამ ხელისუფლების დახმარებით მკვდრეთით აღდგა, დღეს კვლავ ცდილობს პროვოკაციების მოწყობას. ჩვენი ინფორმაციით, გეგმავენ გურჯაანში საჯარო უწყებების, კერძოდ კი, საკრებულოსა და გამგეობის და ქუჩების პიკეტირებას,” – აღნიშნა შოშიაშვილმა.
მისივე თქმით, პროვოკაციები და გამგეობის შენობის პიკეტირება “ნაციონალურმა მოძრაობამ” უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გურჯაანის გამგეობაში მთელი დღის მანძილზე იყო პოლიცია მობილიზებული. “ნაციონალური მოძრაობის” “კორუფციული საქმიანობის” შემსწავლელი კომისიის წევრები, მათ შორის პარტიის ლიდერები გამგეობის შენობაში გამგებლის და გამგეობის საქმიანობის შესწავლის მიზნით მივიდნენ.