ახალი ამბები

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ცხოველთა თავშესაფრის გახსნას ითხოვს

ნიკა ვარდოშვილმა აღნიშნული მოთხოვნით დღეს ბრიფინგი გამართა და მერს ქალაქელებისთვის წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირების შესრულება სთხოვა. მისი თქმით, აუცილებელია მოკლე დროში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გახსნა, რადგან ქალაქში მაწანწალა ძაღლების პრობლემა მწვავედ დგას:
,,უკვე 9 თვეა ქალაქ თელავს მერი ყავს. მისი დაპირება იყო მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარება, თუმცა დღემდე ამ კუთხით არაფერი გაკეთებულა. პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ ღამის საათებში ქუჩაში გავლა შეუძლებელია იმდენი მაწანწალა ძაღლი დადის. გარდა ამისა, აქ არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს ანტირაბიული აცრების ჩასატარებლად ათობით მოქალაქე აკითხავს, ეს კი მათ იმუნურ სისტემას ანგრევს. პრობლემა სწრაფად უნდა გადაიჭრას და იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მერიის ბიუჯეტში საჭირო თანხა თავშესაფრის ასაშენებლად, შესაძლებელია ქალაქის მერმა მოლაპარაკებები აწარმოოს კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან, რომ მოხდეს ერთობლივად ერთი თავშესაფრის გაკეთება,”– განუცხადა Knews.ge-ს ნიკა ვარდოშვილმა.