თელავის გამგეობამ სიმბოლოების ესკიზების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

როგორც თელავის გამგეობაში აცხადებენ, გერბისა და დროშის ესკიზი შეიძლება შესრულდეს არაუმეტეს ხუთი ფერის (წითელი, ლურჯი, მწვანე, შავი, მეწამული) გამოყენებით:
,,გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდო: პირველი ადგილი – 1500 ლარი, მეორე ადგილი – 300 ლარი, ხოლო მესამე ადგილი – 200 ლარი. გერბი გამოსახულ უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე”, – აცხადებენ გამგეობაში.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ საკრებულოს 2015 წლის 2 აპრილის #36 განკარგულებაში და კონკურსანტის გზამკვლევში.