ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი ნეკრესის ეპარქიაში იმყოფება

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პტარიარქი, მცეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II ნეკრესის ეპარქიაში იმყოფება. პატრიარქმა გრემის წმ. მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი მოილოცა, წმ. აბიბოს ნეკრესელის სახელობის სასულიერო სემინარია პირველად დაათვალიერა და სასულიერო სასწავლებლის სტუდენტებსაც შეხვდა. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა სტუდენტებთან საუბრისას წიგნიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ახალგაზრდები აკურთხა, რომ ბევრი იკითხონ. გრემის წმ. აბიბოს ნეკრესელის სახელობის სასულიერო სემინარია ზუსტად 7 წლის წინ, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დაარსდა. 
კათოლიკოს პატრიარქს გრემში კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი დახვდნენ. 
დღესვე პატრიარქიმა ნეკრესის მამათა მონასტერიც მოილოცა, შემდეგ კი მიბრძანდა ყვარლის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, სადაც მისმა უწმინდესობამ სასულიერო პირები დააჯილდოვა. ილია II ყვარელში ერთი დღის განმავლობაში დარჩება, ხვალ კი თბილისში დაბრუნდება. 
უკვე ოთხი დღეა, რაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი კახეთში, წინანდლის რეზიდენციაში იმყოფება.